Wednesday, November 5, 2008

1.პროექტის სახელი:მარტყოფის სამი სასწაული.
2.პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის ფარგლებში შევისწავლით მარტყოფში მდებარე სამ ტაძარს:ღვთაების სამონასტრო კომპლექსს, ღვთისმშობლის სახელობის და ავთანდარიანის ტაძრებს.
3.პროექტის სრული აღწერა:პროექტის ფარგლებში მოვიძიებთ მასალებს სამივე სამონასტრო კომპლექსების:ღვთაება, ღვთისმშობლის სახელობის და ავთანდარიანის შესახებ.მოვაწყობთ ექსკურსიას მარტყოფში, შევქმნით ფოტოგალერეას, ავიღებთ ინტერვიუებს ადგილობრივი მოსახლეობისგან, ტაძრებში მოღვაწე სასულიერო პირებისგან, ავადმყოფებისგან, რომლებიც ღვთაებასა და ავთანდარიანის ტაძრებში მკურნალობას გადიან ნარკომანიისგან გასანთავისუფლებლად, შევქმნით ბლოგს, ინტერნეტ-ჟურნალს, მოვაწყობთ ფოტო-გამოფენას, შევქმნით სლაიდ-შოუს და მოვაწყობთ მოპოვებული მასალების პრეზენტაციას.
4. მონაწილეთა ასაკი:14-15 წელი. IX-3 კლასი.
5.ვადები და ხანგრძლივობა:2008-2009 სასწავლო წელი.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოსწავლეებს უყალიბდებათ საკუთარი აზრის დაფიქსირებისა და დაცვის უნარი, უცხო ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი, ისტ-ტექნოლოგიების გამოყენების უნარი, ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარიი.
7. მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:ფოტო-გამოფენა, ბლოგი, ინტერნეტ-ჟურნალი, სლაიდ-შოუ, კედლის გაზეთი, საპრეზენტაციო გაკვეთილი.
8.სარგებელი სხვებისთვის:იზიარებენ ჩვენს გამოცდილებას, იღრმავებენ ცოდნას, ეცნობიან ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას.
9.სამუშაო ენა:ქართული.
10.საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებტან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:საგნები:
1.ისტორია-მარტყოფის ბრძოლა.
2.ხელოვნება-ფილმი"გიორგი სააკაძე."
3.გეოგრაფია-გარემოს შესწავლა.
მასწავლებლები:ქოჩიაშვილი შორენა(ისტორია)
ანდღულაძე მანანა(ხელოვნება)
ჩორგოლაშვილი მარინე(გეოგრაფია)
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან.
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი:ქოჩიაშვილი შორენა.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:Shqochiashvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:მარტყოფი
15.პროექტის ვებ გვერდი\ბლოგი:www.martyopi.blogspot.com

2 comments:

Inga said...

მოგესალმებით!
ძალიან საინტერესო თემაა და კარგი ნამუშევარი.
მომავალში სიამოვნებით ვადევნებ თვალს თვენს მუშაობას. გისურვებთ წამატებებს.
საუკეთესო სურვილებით
ინგა პაიჭაძე

mari papashvili said...
This comment has been removed by the author.